თავდაპირველი სოციალ-დემოკრატია XIX საუკუნეში ტერმინი „სოციალ-დემოკრატი“ ფართო მნიშვნელობით გამოიყენებოდა, ყველა ინტერნაციონალისტ სოციალისტს მოიცავდა და გამოხატავდა მათ იდეოლოგიურ ერთგულებას კარლ მარქსისადა ფერდინანდ ლასალის იდეების მიმართ. განსხვავებით იმათგან ვინც მხარს უტოპიური სოციალიზმის განსხვავებულ ფორმებს უჭერდა. ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ეძღვნებოდა ევროპულ სოციალიზმს დაწერილი იქნა ამერიკული აუდიტორიისათვის, რიჩარდ ელი თავის 1883 წელს დაწერილ წიგნში ფრანგული და გერმანული სოციალიზმი თანამედროვე ეპოქაში, სოციალ-დემოკრატებს ახასიათებს როგორც „სოციალისტების ექსტრემისტულ ფრთას“. უკვე მოგვიანებით მოხდა სოციალისტური მოძრაობის შიგნით განხეთქილება და მისი გაყოფა ორ ნაწილად რეფორმისტულად განწყობილ სოციალ-დემოკრატებად და რევოლუციურად განწყობილ კომუნისტებად.
ამ ეპოქის ბევრი პარტია საკუთარ თავს „სოციალ-დემოკრატებს“ უწოდებდა, მათ შორის საერთოგერმანელ მუშათა ასოციაცია და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (რომლებიც მოგვიანებით გაერთიანდნენ როგორ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიაSPD), ბრიტანეთის სოციალ-დემოკრატების ფედერაცია და აგრეთვე რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია ტერმინი „სოციალ-დემოკრატია“ ამ კონტექტსში არსებობას აგრძელებდა 1917 წლის ნოემბრის ბოლშევიკურ რევოლუციამდე.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

 

26 მაისი, 1918 — 25 თებერვალი, 1921

დროშა

 

 

 

გერბი




ჰიმნი
„დიდება“

დედაქალაქი
ტფილისი

ენა ქართულიფართობი 107.600 კმ2

მოსახლეობა სავარ. 2,500,000 კ.

მთავრობის თავმჯდომარე
- 1918
ნოე რამიშვილი - 1918-1921
ნოე ჟორდანია


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა — პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე, შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს რუსეთის იმპერიის დაშლისა და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ. მას ესაზღვრებოდა რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ჩრდილოეთით, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი — სამხრეთით. მოსახლეობა შეადგენდა 2,5 მლნ-ს, ფართობი — 107,600 კვ.კმ-ს. დედაქალაქი — თბილისი. სახელმწიფო ენა — ქართული.

წინაისტორია

კაპიტანი ეგან კრიეგერი. გერმანული სამხედრო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, 1918 წ.
1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, ამიერკავკასიაში ორხელისუფლიანობა დამყარდა: ერთი მხრივ, მუშათა და სამხედრო დეპუტატთა საბჭოები, მეორე მხრივ, რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ შექმნილი ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატი, რომელთაც რეალური ძალაუფლება არ ჰქონიათ. ამავე პერიოდში მოწვეულ იქნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლები. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელიც გარდამავალ პერიოდში, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, პრაქტიკულად საქართველოს მთავრობის ფუნქციას ასრულებდა.

გერმანიის ჯარები თბილისში, 1918 წ. (უკანა ფონზე მამა დავითის ეკლესია მთაწმინდაზე და ფუნიკულიორი)
ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ სამხრეთ კავკასია კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ადგილობრივმა გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალებმა არ ცნეს საბჭოთა ხელისუფლება და უკვე 1917 წლის ნოემბერში ჩამოაყალიბეს ადგილობრივი მმართველობა ამიერკავკასიის კომისარიატის სახით, რომელმაც რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიელ დეპუტატთაგან შექმნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - სეიმი.
1918 წლის თებერვალ-მაისში, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, საქართველო შედიოდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგნელობაში. მას მართავდა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც შედგებოდა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენელთაგან. მაგრამ ფედერაცია არასიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, რაც გამოწვეული იყო ფედერაციის სუბიექტების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შეუთავსებლობით. ამას დაემატა თურქეთის მხრიდან აგრესია, რომელმაც დაიკავა ბათუმი, არტაანი, ოზურგეთი, საფრთხე შეექმნა ახალციხესა და ახალქალაქს. შექმნილმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა მოვლენათა შემდგომი განვითარება: 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა და იმავე დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. მომდევნო დღეებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.
დამოუკიდებლობის გამოცხადებაა


საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი


 

1918 წლის 24-25 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ნ.ჟორდანიას თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილულ იქნა თურქებთან მოლაპარაკებებზე ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანლის ა.ჩხენკელის წერილი, რომელშიც ის, აღწერდა რა მოლაპარაკებებზე შექმნილ მძიმე სიტუაციას, ითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამიერკავკასიის სეიმის თვითლიკვიდაციის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების თაობაზე. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს მომავალი მთავრობის შემადგენლობა. ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი.

1918 წლის 26 მაისს, კვირას, დღის 5:10 საათზე თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მიღებულ იქნა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“, რომელშიც კერძოდ, ნათქვამი იყო:
1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა — დემოკრატიული რესპუბლიკა.
3. საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა.
4. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის.
სახელმწიფო ხელისუფლება.


დამფუძნებელი კრების სხდომა, 1919.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო პარლამენტი (დამფუძნებელი კრება), ხოლო აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო (მთავრობა), რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე. პარლამენტიც და მთავრობაც კოალიციური იყო, მაგრამ ჭარბობდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, რომელსაც მხარს უჭერდნენ არა მხოლოდ მუშები, არამედ გლეხებიც. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის შემადგენლობა ასეთი იყო:

• მთავრობის თავმჯდომარე — ნოე რამიშვილი.
• საგარეო საქმეთა მინისტრი — აკაკი ჩხენკელი.
• შინაგან საქმეთა მინისტრი — ნოე რამიშვილი.
• სამხედრო საქმეთა მინისტრი — გრ. გიორგაძე.
• ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი — გ. ჟურული.
• იუსტიციის მინისტრი — შ. ალექსი-მესხიშვილი.
• სახალხო განათლების მინისტრი — გ. ლასხიშვილი.
• მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი — ნ. ხომერიკი.
• მიმოსვლის გზების მინისტრი — ი. ლორთქიფანიძე.

1919 წლის მარტში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-მა. დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა ეროვნული საბჭო და დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის აქტის სამართლებრივი ძალმოსილება.

საშინაო მდგომარეობა
არსებობის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ხელმძღვანელობამ შეძლო მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება: დაადგინა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრები, ქართული ენა გამოაცხადა სახელმწიფო ენად, განახორციელა სასამართლო რეფორმა, ჩამოაყალიბა ეროვნული გვარდია და რეგულარული არმია, ჩამოაყალიბა ადგილობრივი მართვის ორგანოები, პროფესიული კავშირები, მიიღო რესპუბლიკის კონსტიტუცია.

ამასთან ერთად მძიმე რჩებოდა ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა, რასაც აქტიურად იყენებდნენ ოპოზიციური ძალები, პირველ რიგში - ბოლშევიკები. მათი ხელშეწყობით ადგილი ჰქონდა მუშათა გაფიცვებს და გლეხთა აჯანყებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მიუხედავად ამისა, მკაცრი პოლიტიკური დისციპლინის წყალობით, თავიდან იქნა აცილებული რუსეთის ტერიტორიიდან სამოქალაქო ომის გავრცელების საშიშროება.

საგარეო მდგომარეობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-ფაქტო აღიარება.
ერთ–ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც დე–ფაქტო დასტური მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, თურქეთი იყო (1918 წლის 3 ივნისი). თურქეთმა თავისი პოლიტიკური განზრახვა საქართველოს დამოუკიდებლობის დე–იურე აღიარებითაც დაადასტურა. შემდეგი სახელმწიფო, რომელმაც საქართველო დე–ფაქტო აღიარა, გერმანია იყო (1918 წლის 10 ივნისი).
სულ საქართველოს დამოუკიდებლობა დე-ფაქტო სცნეს შემდეგმა სახელმწიფოებმა:
• თურქეთი — 1918 წლის 3 ივნისი
• გერმანია — 1918 წლის 10 ივნისი
• ავსტრია — 1918 წლის 18 ივნისი
• არგენტინა — 1919 წლის 15 სექტემბერი
• იტალია — 1920 წლის 12 იანვარი
• საფრანგეთი — 1920 წლის 12 იანვარი
• დიდი ბრიტანეთი — 1920 წლის 12 იანვარი
• იაპონია — 1920 წლის 7 თებერვალი
• ჩეხოსლოვაკია — 1920 წლის 8 აპრილი
• რუსეთი — 1920 წლის 7 მაისი
• ბელგია — 1920 წლის 26 აგვისტო
• პოლონეთი — 1921 წლის 28 იანვარი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-იურე აღიარება
მიუხედავად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური ინსტიტუტების სტაბილურობისა, საბჭოთა რუსეთიც და დასავლეთის ქვეყნებიც თავს იკავებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებისაგან. ისინი ქართულ საკითხს რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში განიხილავდნენ და თავს არიდებდნენ მასთან ურთიერთობების გაფუჭებას.
მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თვით რუსეთმა ცნო დე იურე საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს მოხდა ორ ქვეყანას შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელმაც ხელი შეუწყო ახალგაზრდა სახელმწიფოს სუვერენიტეტისადმი პატივისცემის ზრდას. ამის შედეგი — საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება რიგი ქვეყნების მიერ. სულ საქართველოს დამოუკიდებლობა დე–იურე აღიარეს შემდეგმა სახელმწიფოებმა (დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც გრძელდებოდა):
• თურქეთი — 1918 წლის 3 ივნისი
• რუსეთი — 1920 წლის 7 მაისი
• გერმანია — 1920 წლის 24 სექტემბერი
• შვეიცარია — 1920 წელი
• ბელგია — 1921 წლის 27 იანვარი
• საფრანგეთი — 1921 წლის 27 იანვარი
• ინგლისი — 1921 წლის 27 იანვარი
• იტალია — 1921 წლის 27 იანვარი
• იაპონია — 1921 წლის 27 იანვარი
• ავსტრია — 1921 წლის 17 თებერვალი
• რუმინეთი — 1921 წლის 18 თებერვალი
• ჰაიტი — 1921 წლის 9 მარტი
• ლიბერია — 1921 წლის 28 მარტი
• მექსიკა — 1921 წლის 14 აპრილი
• პანამა — 1921 წლის 26 აგვისტო
• სიამი — 1921 წლის 20 ნოემბერი
• ლუქსემბურგი — 1922 წლის 23 თებერვალი[3]
ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია [რედაქტირება]
მთავარი სტატია : რუსეთ-საქართველოს ომი 1921.

წითელი არმია თბილისში

სახალხო გვარდია

 

1920 წლის დასაწყისში საბჭოთა რუსეთმა სამოქალაქო ომში გარდატეხას მიაღწია: მოიგერია პოლონეთის არმიისა და თეთრგვარდიელი გენერლის ვრანგელის შემოტევები, შემდეგ კი დაამარცხა დენიკინის არმია და ამიერკავკასიის საზღვრებს მიუახლოვდა. აპრილში XI არმიამ აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა, მაისის დასაწყისში კი შემოიჭრა საქართველოში, მაგრამ უშედეგოდ. მისი შემდგომი ცდები ოკუპაციისა დროებით აღკვეთა საბჭოთა რუსეთთან 1920 წლის 7 მაისს გააფორმებულმა ხელშეკრულებამ. საქართველოს მთავრობა იმედოვნებდა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუშლიდა წითელი არმიის შემოსვლას საქართველოში. 1920 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის ბედი გაიზიარა სომხეთმაც, რამაც გარდაუვალი გახადა საქართველოს გასაბჭოებაც.
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმია (მე-11, მე-9, მე-3, მე-13 არმიები, ბუდიონის და ჟლობის კავალერიები) რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა თბილისი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. საბრძოლო მოქმედებები მარტის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა.
გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც ფორმალურად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, რაც აღიარებულ იქნა 1921 წლის 21 მაისის ახალი ხელშეკრულებით და 1922 წლის კონსტიტუციით, თუმცა იურუდიული ფორმა არ შეესაბამებოდა პოლიტიკურ სინამდვილეს.

საქართველოს ისტორია






ნოე ჟორდანია
1918 წლის 26 მაისს მთავრობის სასახლის დარბაზში შეიკრიბა საქართველოს ეროვნული საბჭოს გაფართოებული სხდომა,რომელიც ნოე ჟორდანიამ გახსნა ასეთი განცხადებით:
“მოქალაქენო! დღეს თქვენ, აქ მოწმე იყავით ერთი ისტორიულის და იმავე დროს ტრაგიკული აქტისა. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი ახლა,ამავე დარბაზში, ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს.საქართველოს ახალი სახელმწიფო, რომელიც დღეს აღსდგება არ იქნება მიმართული არცერთი ხალხის, არცერთის სახელმწიფოს წინააღმდეგ.მისი მიზანია დღევანდელი ისტორიული ქარტეხილიდან დაიფაროს თავისთავი და როცა ამას მოახერხებს, იგი დაეხმარება სხვებსაც,ვინც ჩვენს ქვეყანასთან ერთად ჩავარდა დიდ განსაცდელში… ჩვენ გვსურს ვიქონიოთ მეგობრული ურთიერთობა ჩვენს გარეშე და ჩვენს შორის მყოფ ერებთან… ვაცხადებთ, რომ ეროვნული უმცირესობანი ისეთივე უფლებამოსილნი იქნებიან, როგორიც იქნება ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული უმრავლესობა -ქართველობა.ეს ერნი შეერთებული ერთი დროშის ქვეშ შეჰკრავენ კავშირს იმ ერებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეშე იმყოფებიან და ამით წარმოიშვება ის სახელმწიფოებრივი კავშირი,რომელიც აღადგენს აქ ჩვენს წინაშე დაღუპულ სახელმწიფოს.ეს სახელმწიფო იქნება კავკასიის კონფედერატული კავშირი .”
1918 წლის 9 (22) აპრილს, როდესაც იქნა გამოცხადებული დამოუკიდებელი ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა, ცენტრით თბილისში. ახლადშექმნილი რესპუბლიკის უმაღლეს სახელმწიფო ორგანოს წარმოადგენდა მრავალპარტიული შემადგენლობის სეიმი, რომლის თავჯდომარედ აირჩიეს ქართველი სოციალ-დემოკრატი ნ. ჩხეიძე. მისი მოადგილეები იყვნენ სომხური და აზერბაიჯანული პარტიების წარმომადგენლები.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც ამიერკავკასიური ხელისუფლების წინაშე იდგა, იყო თურქეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხი, ვინაიდან მსოფლიო ომი გრძელდებოდა, რუსეთის არმია, რომელიც თურქეთის ფრონტზე მოქმედებდა, დაიშალა, ჯარისკაცებმა პოზიციები მიატოვეს და სახლში დაბრუნდნენ, ხოლო შეტევაზე გადმოსულ თურქეთის არმიას ახლადჩამოყალიბებული ქართულ-სომხური რაზმები ვერ აკავებდნენ. აზერბაიჯანელებმა უარი განაცხადეს ერთმორწმუნე და ეთნიკურად მონათესავე თურქებთან ბრძოლაში მონაწილეობის მიღებაზე.
სწორედ თურქეთთან საზავო მოლაპარაკებების დროს გამოჩნდა ყველაზე ნათლად თუ რა არამყარი იყო ამიერკავკასიის გაერთიანება. სეიმის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ დეპუტაციებს შორის მუდმივი უთანხმოება სუფევდა. აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები ფაქტობრივად თურქეთს ემხრობოდნენ, რომელმაც ამიერკავკასიას დიდი ტერიტორიული მოთხოვნები წაუყენა. ქართველებმა და სომხებმა კი ორიენტაცია გერმანიაზე აიღეს, რათა მას გავლენა მოეხდინა თავის მოკავშირეზე. მართლაც, გერმანიის ჩარევის წყალობით საქართველო გადაურჩა თურქულ ოკუპაციას. თურქებმა დაიკავეს მხოლოდ მისი სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ქ. ბათუმით.
ცხოვრებამ უჩვენა, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკა უპერსპექტივო წარმონაქმნი იყო. მან ორი თვეც ვერ იარსება და შინაგანი წინააღმდეგობების შედეგად დაიშალა. 1918 წლის 26 მაისს სეიმმა თავის უკანასკნელ სხდომაზე ოფიციალურად აღიარა ფედერაციის გაუქმება. იმავე დღის საღამოს კი შედგა საქართველოს “ეროვნული საბჭოს” სხდომა, რომელზეც საქართველო გამოცხადდა სუვერენულ დემოკრატიულ რესპუბლიკად. შემდეგი ორი დღის განმავლობაში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.
ამრიგად, 1918 წლის 26 მაისს აღდგა 117 წლის წინ გაუქმებული ქართული სახელმწიფოებრიობა. ქართველი ხალხი ამ ფაქტს საყოველთაო ზეიმით შეეგება. ეს ისტორიული მოვლენა XIX – XX ს-ის დამდეგის საქართველოს ეროვნულ- და სოციალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დამაგვირგვინებელი შედეგი იყო. 26 მაისი საქართველოში დღესაც აღინიშნება, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის დღე.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა კოალიციური იყო, თუმცა მის შემადგენლობაში ჭარბობდნენ სოციალ-დემოკრატები. სოციალ-დემოკრატიული პარტია იმ პერიოდის საქართველოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია იყო. ამ პარტიის ლიდერი ნოე ჟორდანია (1868 – 1953) საქართველოს მთავრობის თავჯდომარე გახდა.
ახალგაზრდა რესპუბლიკა მძიმე ეკონომიკური პრობლემების წინაშე იდგა. მსოფლიო ომმა მნიშვნელოვნად დააზარალა მისი მეურნეობა, ხოლო რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან ჩამოყალიბებული ეკონომიკური კავშირების გაწყვეტამ მდგომარეობა უფრო დაამძიმა. მოშლილი იყო მრეწველობა და ტრანსპორტი, განსაკუთრებით ჭირდა სურსათი. ხელისუფლებას კი დამოუკიდებლობის გამოცხადების დროისათვის არ გააჩნდა არავითარი თანხები მყარ ვალუტაში.

საქართველოს დამოუკიდებლობა უკვე 28 მაისს სცნო გერმანიამ. მაგრამ პირველ მსოფლიო ომში ცენტრალური ბლოკის დამარცხების შემდეგ საერთაშორისო აღიარების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. საქართველოს მთავრობამ ამ თხოვნით მიმართა პარიზის სამშვიდობო კონფერენციას. 1920 წელს თურქეთის, გერმანიისა და არგენტინის შემდეგ საქართველო დე-ფაქტო იცნეს დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, იაპონიამ. ხოლო მას შემდეგ კი, რაც 1920 წლის 7 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა საბჭოთა რუსეთმა, მოხდა რესპუბლიკის დე-იურე ცნობაც ანტანტის ქვეყნებისა და რიგი სხვა სახელმწიფოების მიერ.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბება მეტად რთულ პოლიტიკურ ვითარებაში მიმდინარეობდა. ქვეყანას პირველ ხანებში არ ცნობდა რუსული “თეთრი მოძრაობა”, რომელიც გამოდიოდა “ერთიანი და განუყოფელი” რუსეთის ლოზუნგით. მოუწესრიგებელი იყო აგრეთვე სასაზღვრო საკითხები ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული კამათი ჰქონდა აზერბაიჯანთან ზაქათალის ოლქის გამო. სომხეთის რესპუბლიკა კი პრეტენზიას აცხადებდა საქართველოს სამხრეთ რაიონებზე, სადაც მოსახლეობის ნაწილი სომხური იყო. 1918 წლის დეკემბერში სომხეთის ჯარები მოულოდნელად შემოიჭრნენ საქართველოში, მაგრამ მოგერიებულნი იქნენ. ამიერკავკასიაში ინგლისური სარდლობის ჩარევით საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილი იქნა.
სადავო ოლქის სამხრეთ ნაწილში შეიქმნა ე.წ. “ნეიტრალური ზონა” შერეული ქართულ-სომხური ადმინისტრაციით. საქართველოს სრული იურისდიქცია ამ კუთხეში მხოლოდ 1920 წლის ნოემბერში აღდგა. 1918 – 1920 წლებში ლოკალური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა აგრეთვე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში, სამხრეთელი ოსებით დასახლებულ ტერიტორიებზე და სხვა რეგიონებში, სადაც ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ გამოსვლებს. ამ გამოსვლების მნიშვნელოვანი ნაწილი კომუნისტების აგიტაციით იყო გამოწვეული.
მიუხედავად ყოველივე ამისა, სახელმწიფოს ჩამოყალიბების ყველაზე ძნელი პირველი პერიოდის სირთულეები მთლიანობაში დაძლეული იქნა. 1920 წლის ბოლოსათვის რესპუბლიკაში უკვე აშკარად შეიმჩნევა ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილიზაციის ნიშნები. საქართველოს დაუბრუნდა ბათუმის ოლქი, რომელიც თურქეთის მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ ერთ ხანს ინგლისელებს ჰქონდათ დაკავებული. აღმავლობას იწყებს მეცნიერება და კულტურა. თბილისში გაიხსნა უმაღლესი სასწავლებლები – უნივერსიტეტი და კონსერვატორია. შეიძლება ითქვას რომ თუ არა ახალი ინტერვენცია და ანექსია საქართველო თავს დააღწევდა კრიზისს და გააგრძელებდა დამოუკიდებელი განვითარების გზას. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. კომუნისტებმა 1920 წლისათვის რუსეთში გაანადგურეს კონტრრევოლუციის მთავარი ძალები და შეუდგნენ იმპერიის ყოველი სამფლობელოების ხელახლა შემოკრებას. იმავე წელს მათ ძალით გაასაბჭოვეს აზერბაიჯანი და სომხეთი. ასე რომ 1921 წლის დამდეგისათვის საქართველო, თავისი სახმელეთო საზღვრების პერიმეტრის 78 პროცენტით უკვე საბჭოთა რესპუბლიკების ალყაში იყო. მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთიდან ჰყავდა მეზობლად ახალგაზრდა თურქეთის რესპუბლიკა.

როგორც ზემოდ აღინიშნა, საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის არსებობდა 1920 წლის 7 მაისის ხელშკრულება, რომლითაც რუსეთმა აღიარა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა. სამაგიეროდ საქართველოს მთავრობამ იკისრა თავის ტერიტორიაზე კომუნისტებისათვის ლეგალური მუშაობის შესაძლებლობის მიცემა. მაგრამ მალე გაირკვა, რომ 7 მაისის ხელშეკრულება რუსეთს ჭირდებოდა მხოლოდ ქართველთა სიფხიზლის მოსადუნებლად და საქართველოში თავისი აგენტურისათვის მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად. მოსკოვი ემზადებოდა სამხედრო ინტერვენციისა და ამიერკავკასიის უკანასკნელი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გასაბჭოებისათვის. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში საქართველოსათვის მეტად ნეგატიური როლი შეასრულეს მაღალ თანამდებობებზე მყოფმა ქართველმა კომუნისტებმა – ი. სტალინმა, ს. ორჯონიკიძემ და სხვ.

1921 წლის 12 თებერვალს სომხეთთან მოსაზღვრე რაიონში კომუნისტებმა მოაწყვეს გლეხთა აჯანყების იმიტაცია, 16 თებერვალს კი “აჯანყებულთა” დახმარების საბაბით საქართველოში რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ. მოწინააღმდეგის მთავარი დაჯგუფება – მეთერთმეტე არმია – უტევდა თბილისს სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან. გარდა ამისა, ცალკეულმა შენაერთებმა და ქვედანაყოფებმა იერიში მოიტანეს აფხაზეთსა და ცენტრალური კავკასიონის გადასასვლელებზე. თბილისის მისადგომებთან ცხარე ბრძოლების შემდეგ 1921წლის 25 თებერვალს საქართველოს დედაქალაქი დაეცა. ქართული ჯარები სხვა მიმართულებებზეც უკან იხევდნენ. სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ ვერ მოახერხა ჭეშმარიტი საერთო-სახალხო წინააღმდეგობის ორგანიზება. მდგომარეობა გართულდა თურქეთის საზღვარზეც. 21 თებერვალს ანკარის მთავრობამ საქართველოს ულტიმატური ფორმით მოსთხოვა ქალაქების – ართვინისა და არტაანის დაცლა. ეს მოთხოვნა შესრულებული იქნა, მაგრამ თურქები არ შეჩერებულან და მალე ბათუმსა და ახალციხეს მოადგნენ. 18 მარტს საქართველოს მთავრობა ბათუმიდან საზღვარგარეთ ემიგრაციაში წავიდა, ხოლო ქალაქში დარჩენილმა ქართულმა სამხედრო ნაწილებმა თურქებს ბრძოლა გაუმართეს და ბათუმი შეინარჩუნეს. თურქების უკანდახევის შემდეგ ბათუმში რუსები შევიდნენ. 19 მარტისათვის საქართველოს ყველა ძირითად ცენტრებში უკვე საჭოთა ხელისუფლება იყო დამყარებული. მანამდე კი 16 მარტს მოსკოვში რუსეთსა და თურქებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ართვინი, არტაანი და ზოგი სხვა ტერიტორია თურქეთის რესპუბლიკას გადაეცა.
ამრიგად, საბჭოთა რუსეთმა ცალმხრივად დაარღვია 1920 წ. 7 მაისის ხელშეკრულება და განახორციელა საქართველოს ფაქტობრივი ანექსია. ქვეყანაში კომუნისტური დიქტატურა დამყარდა.
საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს დამფუძნებელი კრება, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანო 1919-1921 წლებში, რომელიც არჩეული იქნა 1919 წლის საყოველთაო არჩევნების საფუძველზე საქართველოს პირველი კონსტიტუციის შემუშავების მიზნით. კრებაში ადგილები შემდეგნარიად გადანაწილდა: სოციალ-დემოკრატიულ პარტიას („მენშევიკები“) ერგო 109 ადგილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიას — 8, სოციალ-რევოლუციონერებს — 5, სოციალისტ-ფედერალისტებს — 8. კრების წევრების იყვნენ:
სექციების სია
[დამალვა]
• 1 სოციალ-დემოკრატიული პარტია
• 2 ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
• 3 სოც. რევოლუციონერები
• 4 სოც. ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია
• 5 წყაროებისოციალ-დემოკრატიული პარტია [რედაქტირება]
1. ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე;
2. ჯიბლაძე სილიბისტრო ბესარიონის ძე;
3. ჩხეიძე ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე;
4. წერეთელი ირაკლი გიორგის ძე;
5. რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე;
6. გეგეჭკორი ევგენი პეტრეს ძე;
7. ხომერიკი ნოე გიორგის ძე;
8. რამიშვილი ისიდორე ივანეს ძე;
9. ჩხენკელი აკაკი ივანეს ძე;
10. არსენიძე რაჟდენ მათეს ძე;
11. ლომთათიძე ალექსანდრე სპირიდონის ძე;
12. გიორგაძე გრიგოლ კიმოთეს ძე;
13. მახარაძე გერასიმე თომას ძე;
14. ელიავა ნიკოლოზ ზურაბის ძე;
15. ჩხიკვიშვილი ბენიამინ გრიგოლის ძე;
16. შერვაშიძე ვარლამ ალექსანდრეს ძე;
17. ჯუღელი ვალერიანი ანთიმოსის ძე;
18. ნინიძე კირილე იესეს ძე;
19. ვარდოიანცი მიკიჩ კარაპეტის ძე;
20. ახმეტელაშვილი ვლადიმერ გიორგის ძე;
21. ანდრონიკაშვილი კონსტანტინე მანუელის ძე;
22. კოვალიოვი მიხეილ ანდრიას ძე;
23. ონიაშვილი დავით ეფრემის ძე;
24. ხოჭოლავა მუხრინიონა მაქსიმეს ძე;
25. დგებუაძე ალექსანდრე ივანეს ძე;
26. ფარნიევი ალექსანდრე ივანეს ძე;
27. თევზაია ბიქტორ ვასილის ძე;
28. გვარჯალაძე კონსტანტინე იაგორის ძე;
29. აბაშიძე ჰაიდარ ალიბეგის ძე;
30. გერნშტეინი ერიკ ადოლფის ძე;
31. ერაძე გიორგი პავლეს ძე;
32. ლოსკუტოვი ანდრია ვასილის ძე;
33. სალაყაია იოსებ ბეჟანის ძე;
34. გელიეიშვილი პეტრე პავლეს ძე;
35. ჯაფარიძე სერგო დავითის ძე;
36. ტერ-პარსეგოვა-მახვილაძისა ელეონორა მიხეილის ასული;
37. სალუქვაძე ანანია მაქსიმეს ძე;
38. თოფურიძე დიომიდე ალექსანდრეს ძე;
39. ჯიბლაძე ვლადიმერ გიორგის ძე;
40. მამედოვი გუსეინ გული-მამედ ოღლი;
41. რუსია მელიტონ ივანეს ძე;
42. ანჯაფარიძე გიორგი ნესტორის ძე;
43. შარვაშიძე ყადირ თანბეგის ძე;
44. პაშალიდი ივანე გიორგის ძე;
45. ჩიხლაძე რაფიელ ალექსის ძე;
46. საყვარელიძე პავლე დავითის ძე;
47. ცაბაძე ვასილ ზაქარიას ძე;
48. ნათაძე ლევან იასონის ძე;
49. გაგლოევი გიორგი ალექსის ძე;
50. ურატაძე გრიგოლ ილარიონის ძე;
51. დავარაშვილი მოსე რახამის ძე;
52. ჯაფარიძე კონსტანტინე იასონის ძე;
53. ცინცაძე ნოე კონსტანტინეს ძე;
54. ძველაია ბარნაბ პავლეს ძე;
55. გურული ზაქარია დავითის ძე;
56. ჩიქავა ალექსანდრე ჩიტოს ძე;
57. ყიფიანი რუბენ ლუარსაბის ძე;
58. შარაშიძე დავით გრიგოლის ძე;
59. მგელაძე ვლასა დარისპანის ძე;
60. გონაშვილი დიმიტრი მიხეილის ძე;
61. ტოროშელიძე მინადორა ეფრემის ასული;
62. სურგულაძე სიმონ ელიზბარის ძე;
63. გურჯუა ვასილ გიორგის ძე;
64. ნოდია ვასილ გიორგის ძე;
65. აუშტროვი რუბენ გიორგის ძე;
66. მიქელაძე ოსმან შავყი ეფენდი;
67. ქუმსიშვილი ნიკოლოზ გიორგის ძე;
68. საბახტარაშვილი კონსტანტინე ბეჟანის ძე;
69. პანიევი კონსატანტინე აბგერის ძე;
70. კანდელაკი კონსტანტინე პლატონის ძე;
71. ბადრიძე ილია გიორგის ძე;
72. შარაშიძე ქრისტინე გიორგის ასული;
73. სულაქველიძე აპოლონ ალმასხანის ძე;
74. კოპალეიშვილი ილია ივენის ძე;
75. ჭავჭანიძე ივანე თედორეს ძე;
76. ჭიაბრიშვილი ანდრია იაკობის ძე;
77. ცინცაძე გიორგი იოსების ძე;
78. ჩხეიძე დავით ანდუყაფარის ძე;
79. ბოლქვაძე ელისაბედ იოსების ასული;
80. ცისკარიშვილი გაბრიელ დიმიტრის ძე;
81. თევზაძე სარდიონ ონისიმეს ძე;
82. ცინციბაძე გრიგოლ დიმიტრის ძე;
83. ფირცხალაიშვილი ილია გიორგის ძე;
84. კიკვაძე თედორე გაბრიელის ძე;
85. კაციაშვილი ნიკოლოზ აღდგომელის ძე;
86. ტატიშვილი ივანე ალექსის ძე;
87. კვარაცხელია იოსებ ანტონის ძე;
88. წულაძე ვასილ ქაიხოსროს ძე;
89. იმნაიშვილი ნიკიფორე ბესარიონის ძე;
90. ემუხვარი არზაყან კონსტანტინეს ძე;
91. გომართელი ივანე გედევანის ძე;
92. გიული პავლე იაკობის ძე;
93. ელიგულაშვილი იოსებ აარონის ძე;
94. კიღურაძე ლავროსი პავლეს ძე;
95. გვარამაძე თავაზ-ყადირ-მამაც-გული ოღლი;
96. რუხაძე ლევან პორფილეს ძე;
97. ახმეტელაშვილი სიკო გიორგის ძე;
98. შევჩუკი გერასიმე დიმიტრის ძე;
99. ზახაროვი დიმიტრი ვასილის ძე;
100. წულაია პავლე ლუკას ძე;
101. ბერიშვილი პავლე აბრამის ძე;
102. ბაკურაძე ვასილ ზურაბის ძე;
103. კალაძე ერმალოზ თეთორეს ძე;
104. ჭელიძე თეიმურაზ სტეფანეს ძე;
105. მურვანიძე გიორგი ექვთიმეს ძე;
106. ფაღავა გიორგი აქვსენტის ძე;
107. მაჭავარიანი იოსებ ივანეს ძე;
108. ჟღენტი ლეონტი ალმასხანის ძე;
109. ლორია ფილიპე გლახუნის ძე.
1919 წელს პარტიის საკანდიდატო სიიდან ჩაირიცხნენ: სოლომონ ვადაჭკორია, ერმალოზ სირბილაძე და იოსებ ირემაშვილი.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია [რედაქტირება]
1. ნიკოლაძე ნიკოლოზ (ნიკო) იაკობის ძე;
2. კედია სპირიდონ მალხაზის ძე;
3. ქიქოძე გერონტი დიმიტრის ძე (დატოვა ფრაქცია 1919 წ. 27 მაისს);
4. გვაზავა გიორგი ბეჟანის ძე;
5. თაყაიშვილი ექვთიმე სვიმონის ძე;
6. მაჭავარიანი იოსებ კონსტანტინეს ძე;
7. ასათიანი ალექსანდრე სამსონის ძე;
8. სურგულაძე პეტრე როსტომის ძე.
სოც. რევოლუციონერები [რედაქტირება]
1. შენგელია ლეო ანდრიას ძე;
2. ნუცუბიძე ილია დავითის ძე;
3. გობეჩია ივანე პავლეს ძე;
4. გობეჩია იოსებ პავლეს ძე;
5. ნათაძე გრიგოლ იასონის ძე.
სოც. ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია [რედაქტირება]
1. ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე;
2. რცხილაძე გრიგოლ სიმონის ძე;
3. ნუცუბიძე ვარლამ (შალვა) ისაკის ძე;
4. ფირცხალავა სამსონ გიორგის ძე;
5. ალექსი-მესხიშვილი შალვა ვლადიმერის ძე;
6. ბარათაშვილი იესე ალექსანდრეს ძე;
7. გედევანიშვილი იოსებ კონსტანტინეს ძე;
8. მდივანი სიმონ გურგენის ძე.
საქართველოს დამფუძნებელი კრება - წარმომადგენლობითი დაწესებულება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რომლის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტის მოწვევამდე შეემუშავებინა სახელმწიფოს მმართველობის ფორმა და კონსტიტუცია. დამფუძნებელმა კრებამ მუშაობა დაიწყო 1919 წლის 12 მარტს, რომელიც შეიკრიბა 1919 წლის 14-17 თებერვალს, საყოველთაო ფარული, თანაბარი, პირდაპირი კენჭისყრით ჩატარებული არჩევნების საფუძველზე. გარდამავალ პერიოდში, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დამფუძნებელი კრების შეკრებამდე, საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებდა საქართველოს პარლამენტად წოდებული საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობდა კარლო ჩხეიძე.
პირველ ეტაპზე არჩევნებში მონაწილებდა 15 პოლიტიკური ორგანიზაცია, მათგან გავიდა მხოლოდ 4. დამატებით არჩევნებში კრებას შეუერთდა ეროვნული პარტია და დაშნაკცუთიუნი. საბოლოოდ კრებაში 6 ფრაქცია შეიქმნა. 1919 წლის 21 მარტს კრებამ შექმნა კომისიები: შრომის, თვითმმართველობის, აგრარული, განათლების, ჯანმრთელობის, სამხედრო, იურიდიული, ხელოვნების და საგზაო. დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა მთავრობის ახალი შემადგენლობა, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, მიიღო ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკა: დროშა, გერბი და ჰიმნი, და ქვეყნის კონსტიტუცია (1921).
დამფუძნებელი კრების შემადგენლობა 1919-21 წწ ამგვარი იყო:
• სოციალ-დემოკრატიული პარტია - 109 დეპუტატი;
• ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - 8 დეპუტატი;
• სოც. ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია - 8 დეპუტატი;
• სოც. რევოლუციონერები - 5 დეპუტატი.
საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოში 1921 წლის 21 თებერვლამდე იარსება. გასაბჭოების შემდეგ, მისი წევრები მთავრობასთან ერთად, ემიგრაციაში განაგრძობდნენ მოღვაწეობას. საქართველოს რევკომმა 1921 წლის 24 მარტს გამოსცა დეკრეტი დამფუძნებელი კრების დათხოვნის შესახებ.

.

 

 

 

.